შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოში აკრედიტირებული და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც გთავაზობთ 24 საგანმანათლებლო პროგრამას ინგლისურ ენაზე სწავლების სამივე საფეხურზე (პირველი (ბაკალავრიატი), მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა)) განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში.          

მიმდინარე პროგრამების სია

საბაკალავრო პროგრამები:

სამაგისტრო პროგრამები:

დოქტორანტურის პროგრამები:

– კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი, შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე.

– B1 დონის ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისთვის, B2 დონე კი სამაგისტრო პროგრამებისთვის. მიიღება ასევე საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL, IELTS, SAT და ა.შ.), რომლებიც B1 და B2 დონეების ექვივალენტურია.

– სტუდენტებმა, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნდა გაიარონ შზსუ-ს ინგლისურის ონლაინ ტექსტი.

– შესაძლებელია სპეციფიკური მოთხოვნები გარკვეულ სადოქტორო პროგრამებზე. (C1 დონის სერთიფიკატი აუცილებელია განათლების ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამისთვის).

– საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთში ისწავლეს მინიმუმ ერთი სემესტრი (მინიმუმ 75 დღე გაატარეს უცხოეთში სწავლებისას და თუ მათ წარმატებით გავლილი აქვთ მინიმუმ 1 კურსი).  

პოტენციურმა განმცხადებელმა უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები:  – საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება; სააპლიკაციო ფორმის შევსება; ქართული განაცხადის ფორმის ბოლო გვერდზე ხელისმოწერა (ისრით მითითებულ ხაზზე). აღნიშნული დოკუმენტაცია აუცილებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (eqe.ge) წარსადგენად თქვენი დიპლომის აღიარებისთვის.

აპირებთ სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის შემოტანას? – გამოგვიგზავნეთ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ ისწავლოთ შზსუ-ში და რატომ ირჩევთ ამ/კონკრეტულ პროგრამას სასწავლებლად?)

აპირებთ სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის შემოტანას? – გამოგვიგზავნეთ თქვენი საკვლევი თემის მონახაზი.

გსურთ განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე მომართვა? – გამოგვიგზავნეთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განათლების სფეროში თქვენს მინიმუმ ორწლიან გამოცდილებას. ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა იყოს C1.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:

ჯანმრთელობის დაზღვევა

Covid-19-ის პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (წესი #572), საერთაშორისო სტუდენტებს საქართველოში შემოსვლისას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი უნდა ჰქონდეთ სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში. შზსუ-ს შეუძლია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მისაღებად შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა.

თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის სერვისი.

შენიშვნა 1: სადაზღვევო პაკეტი უნდა შეიცავდეს COVID-19 სერვისებს და შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პირობებს.

შენიშვნა 2: სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ სადაზღვევო პოლისი სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – iro@ibsu.edu.ge

ამჟამად ვიღებთ განაცხადებს უცხოელი აპლიკანტებისგან.

2023-2024 გაზაფხულის სემესტრი: 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე (ადგილობრივი დროით 17 საათამდე)

საბაკალავრო პროგრამები: 15 იანვარი (საღამოს 5 საათამდე, ადგილობრივი დროით)

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები: 30 იანვარი (ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე) – სააპლიკაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადაა 15 იანვარი (საბაკალავრო პროგრამები) და 30 იანვარი (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები), 2023-24 გაზაფხულის სემესტრი.

– ზოგადად, ჩვენ  ვიღებთ ახალ განაცხადებს კურსების რეგისტრაციამდე 50 დღით ადრე. – ჩარიცხვის პროცესს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 თვე სჭირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მხრიდან განაცხადების განხილვის ჩათვლით.

სტუდენტური ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა სტუდენტური ვიზის ქონა. სტუდენტური ვიზის მიღების შემდეგ სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს სტუდენტური ბინადრობის ნებართვა.

სტუდენტური ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტებია: მოქმედი სტუდენტური ვიზა/ მოქმედი სტუდენტური ბინადრობის ნებართვა

– სამგზავრო დოკუმენტაციის/პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი

– სტუდენტის სერთიფიკატი (საქართველოში თქვენი სტუდენტობის დამადასტურებელი)

– საბანკო ამონაწერი (მინიმუმ 4000 ლარი)

– ბიომეტრიული ფოტოსურათი (შეგიძლიათ მიიღოთ იუსტიციის სახლში)

– ბინადრობის განაცხადის საფასური (210 ლარი)

– განაცხადი (ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში)

აპლიკანტები ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად პირადად უნდა ეწვიონ იუსტიციის სახლს.

მას შემდეგ, რაც აპლიკანტი მიიღებს ოფიციალურ დასტურს შზსუ-დან, მან ჩამოსვლამდე უნდა აიღოს სტუდენტური ვიზა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნისთვის.

სავიზო საკითხებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს საკონსულოს ვებგვერდს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია საქართველოში თქვენი ქვეყნის საელჩოს ვებსაიტზე დამატებითი დეტალებისთვის. –  სტუდენტური ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

– პასპორტი: რომლის ვადაც არ იწურება უახლოეს 7 თვეში – 2 ცარიელი გვერდი – გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი

– საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი (სასტუმროს ჯავშანი ან ქირავნობის ხელშეკრულების ასლი, რომელიც მოქმედებს მთელი ყოფნის განმავლობაში)

– ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა (1 წლით)

– ბიომეტრიული ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე)

– საბანკო ამონაწერი (მინიმუმ 5000 ლარი) – სპონსორობის წერილი (საქართველოში ყოფნისას – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)

– სტუდენტური სერთიფიკატი (საქართველოში თქვენი სტუდენტობის დამადასტურებელი) – სავიზო განაცხადის საფასური

– შექმენით საკუთარი პროფილი და geoconsul.gov.ge-ზე და ატვირთეთ ყველა დოკუმენტი

– ამობეჭდეთ ონლაინ განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა წარადგინოთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად

ქვეყნების სია: შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ქვეყანა უვიზო რეჟიმის კატეგორიაში

ქვეყნების სია: შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე

საქართველოს საელჩოების სია საზღვარგარეთ: შეამოწმეთ, არის თუ არა საქართველოს საელჩო/მისია/წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში ვიზის მოთხოვნისთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ხელშეკრულება მხოლოდ მამაკაცთა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან („თბილისის საერთაშორისო სტუდენტური საერთო საცხოვრებელი“) კომფორტული საცხოვრებელი პირობებით: სამჯერადი კვება, სამედიცინო დახმარება, სპორტული აქტივობები და ოთახები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და ტექნიკური დახმარებით.

ყოველთვიური გადასახადი: 260$, (გთხოვთ, გადაამოწმეთ საფასური საერთო საცხოვრებელის WhatsApp-ის საშუალებით)

მისამართი: ეკა ბეჟანაშვილის 4A, თბილისი, საქართველო ტელეფონი/Whats-Up +995 574 03 10 58 , Viber, Telegram

ვებგვერდი

Facebook

მხარდაჭერა და სერვისები

– უფასო სიმ ბარათი

-უფასო ტრანსპორტირება

-საორიენტაციო შეხვედრა

– უფასო სამედიცინო შემოწმება (კამპუსის ექიმი)

– ექსკურსიები

-სტუდენტური პიკნიკი

-კულტურული პროგრამები

-და სხვა

თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მსოფლის ყველაზე მეგობრული ქალაქია. ამჟამინდელი Numbeo Safety Index-ის მიხედვით თბილისს მინიჭებული აქვს 80 ქულა და უსაფრთხოების მხრივ 374 ქალაქიდან მე-15 ადგილს იკავებს.

ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია სტუდენტთათვის, სწავლის საფასურის გარდა, მათ უნდა გაიღონ ისეთი ხარჯებიც, როგორიცაა საცხოვრებელი, კვება და სოციალური საჭიროებები. ამჟამინდელი Numbeo Cost of Living Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 28,25 ქულა და 476 ქალაქიდან 321-ე ადგილს იკავებს საცხოვრებელი ხარჯების სიძვირის მიხედვით (რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ძვირია საცხოვრებელი ხარჯები). თბილისში ტრანსპორტირება, კვება და სხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ფინანსურად ზოგადად ხელმისაწვდომია.

 ვერ პოულობთ თქვენს კითხვებზე პასუხებს IBSU-ს ვებგვერდზე? გთხოვთ მოგვწეროთ: iro@ibsu.edu.ge