შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოში აკრედიტირებული და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც გთავაზობთ 26 საგანმანათლებლო პროგრამას ინგლისურ ენაზე სწავლების სამივე საფეხურზე (პირველი (ბაკალავრიატი), მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა)) განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში.          

IBSU-ში სწავლისათვის გთხოვთ შეავსოთ განცადების ელექტრონული ფორმა და
გამოაგზავნეთ დამატებით დოკუმენტებთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე
admissions@ibsu.edu.ge:


 პასპორტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)
 ნოტარიულად დამოწმებულ და ქართულ ენაზე ნათარგმნი სკოლის დამთავრების
დამადასტურებელი სერტიფიკატი/ბაკალავრის დიპლომი/მაგისტრატურის
დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)
 ნიშნების ფურცელი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)
 რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი
 ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL – 78) ან სხვა
 შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი (იმ ბაკალავრებისთვის,
რომლებსაც სკოლა აქვთ დამთავრებული ინგლისურ ენაზე, ასევე
მაგისტრებისთვის და დოქტორებისთვის, რომლებსაც უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებული აქვთ ინგლისურ ენაზე, მათთვის
სერტიფიკატის წარმოდგენა არ არის სავალდებულო).
 საერთაშორისო ხარისხის მობილობის შემთხვევაში (ტრანსფერი) აპლიკანტი
ვალდებულია წარმოადგინოს ჩარიცხვის ბრძანება იმ უნივერსიტეტიდან, სადაც
ირიცხება
 ფოტოსურათი (3×4)


გთხოვთ, იხილოთ IBSU-ს სკოლები და პროგრამები ბმულზე (IBSU Schools & Programs)
დოკუმენტების გამოგზავნის შემდგომ, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების
დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩაგინიშნავთ ონლაინ გასაუბრებას, რომლის
წარმატებით გავლის შემდგომ გადაიხდით სააპლიკაციო მოსაკრებელს შემდეგ
ანგარიშზე (ლინკი).
მას შემდეგ რაც აპლიკანტის საბუთები IBSU-ს წარმომადგენლის მიერ გაიგზავნება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და განმცხადებელს ეცნობება
ცენტრიდან მოსული პასუხი, აპლიკანტი გადაიხდის სწავლის საფასურს რის
საფუძველზეც მიიღებს IBSU-ს ჩარიცხის წერილს.

საქართველოში სწავლისათვის, სტუდენტმა ბინადრობის ნებართვაზე უნდა შეიტანოს
განაცხადი სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოში ჩამოსვლიდან
პირველი 3 თვის განმავლობაში. (იხილეთ ბმული https://sda.gov.ge/).
ბინადრობის ნებართვის სარეგისტრაციო საფასური;
30-ე კალენდარული დღე – 300 ლარი
20-ე კალენდარული დღე – 450 ლარი
მე-10 კალენდარული დღე – 600 ლარი

აპლიკანტები ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად პირადად უნდა ეწვიონ იუსტიციის სახლს.

საქართველოში სწავლისათვის აპლიკანტი უკვე ჩარიცხული უნდა იყოს შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვიზის მისაღებად აპლიკანტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი
განცხადება (იხილეთ ბმული https://mfa.gov.ge). ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს
შეუძლიათ აღნიშნული პროცედურის დაწყება საკუთარ ქვეყანაში არსებულ საქართველოს
საელჩოში ან საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ.

ქვეყნების სია: შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ქვეყანა უვიზო რეჟიმის კატეგორიაში

ქვეყნების სია: შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე

საქართველოს საელჩოების სია საზღვარგარეთ: შეამოწმეთ, არის თუ არა საქართველოს საელჩო/მისია/წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში ვიზის მოთხოვნისთვის.

თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მსოფლის ყველაზე მეგობრული ქალაქია. ამჟამინდელი Numbeo Safety Index-ის მიხედვით თბილისს მინიჭებული აქვს 80 ქულა და უსაფრთხოების მხრივ 374 ქალაქიდან მე-15 ადგილს იკავებს.

ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია სტუდენტთათვის, სწავლის საფასურის გარდა, მათ უნდა გაიღონ ისეთი ხარჯებიც, როგორიცაა საცხოვრებელი, კვება და სოციალური საჭიროებები. ამჟამინდელი Numbeo Cost of Living Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 28,25 ქულა და 476 ქალაქიდან 321-ე ადგილს იკავებს საცხოვრებელი ხარჯების სიძვირის მიხედვით (რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ძვირია საცხოვრებელი ხარჯები). თბილისში ტრანსპორტირება, კვება და სხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ფინანსურად ზოგადად ხელმისაწვდომია.

 ვერ პოულობთ თქვენს კითხვებზე პასუხებს IBSU-ს ვებგვერდზე? გთხოვთ მოგვწეროთ: iro@ibsu.edu.ge