IBSU-ს სტუდენტების ვიზიტი პოლონეთში სიედლცეს უნივერსიტეტში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით და პროფესორ თორნიკე ხოშტარიას ინიციატივით განხორციელდა SPINAKER პროექტი, რომლის ფარგლებშიც IBSU-ს სტუდენტები გაემგზავრნენ პოლონეთში სიედლცეს უნივერსიტეტში.
ქართველ სტუდენტებთან ერთად,პროექტში მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან 60-მდე სტუდენტი, მათ შორის შავი ზღვის უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული იყო ბიზნეს სკოლის 9 სტუდენტი, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბრენდის შექმნის ძირითად ელემენტებს პოლონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.ბრენდ მენეჯმენტის სასწავლო კურსი მოიცავდა ინტენსიურ მოსამზადებელ ონლაინ ლექციებს, ვორქშოფებს და გასვლით ექსკურსიებს სხვადასხვა კომპანიებსა თუ საწარმოო ქარხნებში.
ქართველმა სტუდენტებმა გააკეთეს მოხსენებები ბრენდის იმიჯის ფორმირებისა და ბრენდის კაპიტალის მართვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა არაფორმალური ურთიერთობებიც. ქართველმა სტუდენტებმა მეგობრული ურთიერთობები დაამყარეს უცხოელ თანატოლებთან, შეიძინეს პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება, რაც მათ მომავალ კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს.
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ ,,ცოდნის, განათლების,განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავდა გამარჯვებული სტუდენტების დაფინანსებას 730 ევროს ფარგლებში.