გურამ ჯაჯანიძე კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა The University College of Enterprise and Administration-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში.

“ერაზმუსის პროგრამაში მონაწილეობა და პოლონეთში სწავლა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილებაა.

#IBSU-მ მომცა სათანადო ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიმეღო ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში. #IBSU-ში ჩაბარებისთანავე ჩემი მიზანი გახდა არა მხოლოდ საქართველოში ცოდნის მიღება, არამედ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც უნივერსიტეტი მაძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ბევრი სირთულე იყო, მათ შორის პროგრამაში მონაწილეობის უამრავი მსურველი და დიდი კონკურენცია, მაინც შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. ვინაიდან გაცვლითი პროგრამების სპეციფიკა ჩემთვის უცნობი იყო, დასაწყისიდანვე ყოველ ნაბიჯში #IBSU მეხმარებოდა და შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად შემიმსუბუქდა.

უნივერსიტეტის და ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის დახმარებით კიდევ უფრო დავხვეწე ჩემი პროფესიული უნარები, ვისწავლე დამოუკიდებლად სირთულეების გადალახვა, საკუთარ თავზე მაქსიმალური მუშაობა. ვფიქრობ, ლუბლინში სწავლამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა განვითარებისკენ სწრაფვისთვის.”

44