Szeged უნივერსიტეტიდან IBSU-ს HR ექსპერტი ეწვია
ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი და Szeged უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტურ საკითხთა კოორდინატორი, იუდიტ ბოროსი, ეწვია IBSU-ს Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ის შეხვდა HR ოფისს და სტუდენტურ საქმეთა წარმომადგენლებს, მათ გაცვალეს იდეები, გამოცდილებები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.



