PAICKT-ის წარმომადგენლების სტუმრობა

|

2019 წლის 4 აპრილს ‘PAICKT’-ის (კავკასიის, ყაზახეთის და თურქეთის აკადემიური მთლიანობის პროექტის) წარმომადგენლები ეწვივნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წევრებმა, IPS-ის (სამაგისტორ და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტის) დირექტორმა და პროგრამის კოორდინატორებმა უმასპინძლეს სტუმრებს. მათ ჰქონდათ ძალზედ საინტერესო შეხვედრა პლაგიარიზმისა და აკადემიური სამართლიანობის საკითხების შესახებ.

კავკასიაში, ყაზახეთსა და თურქეთში აკადემიური მთლიანობის პროექტი იკვლევს შეხედულებებს აკადემიური სამართლიანობის მხარდამჭრერი პროცედურების, სტუდენტებში პლაგიარიზმისა და აკადემიური არასამართლიანობის პრევენციის შესახებ. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ინფორმაციის შეგროვება სტუდენტების, მასწავლებლებისა და მენეჯერებისგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მონაცემების შეგროვება ხდება კითხვარების, ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების გამოყენებით.

პროექტი ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს განათლებაზე შემდეგ ქვეყნებში:
საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი.

პროექტის მიზნებია:
• პლაგიატისა და აკადემიური სამართლიანობის შესახებ პოლიტიკისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება და ანალიზი
• ხარვეზებისა და გამოწვევების დადგენასთან ერთად, სამაგალითო წარმატებული ისტორიების გამოვლენა გაზიარების მიზნით
• წინასწარი გაიდლაინების დახვეწა

სამიზნე ჯგუფები არიან:
უმაღლესი განათლების სტუდენტები
აკადემიური პერსონალი
უფროსი მენეჯერები, პასუხისმგებელნი ხარისხსა და მთლიანობაზე
ეროვნული უმაღლესი განათლების მაკონტროლებელი სისტემა
ხარისხის უზრუნველყოფის და სტანდარტების სააგენტოები, მკვლევარები უმაღლეს განათლებაში აკადემიური სამართლიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფის ასპექტებში