IBSU-ში გაიმართა ქართული კულტურის ფესტივალი

|

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ევროპის 10-მდე წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და მონაწილეობა მიეღოთ მათ შექმნაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის ზრუნავს საერთაშორისო დონეზე მოახდინოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება.