IBSU-ში ბოლო წლებში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის პრეზენტაცია შედგა

|

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა ბოლო წლებში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები:

  • იმპერიები და იმპერიალიზმი; ეკა ავალიანი; 2021
  •  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი I); ზაურ მჭედლიშვილი; 2021
  •  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი II); ზაურ მჭედლიშვილი; 2022
  •  სამართლის საფუძვლები, მეორე გამოცემა; მალხაზ ჩახნაშვილი (ქართული, ინგლისური); 2021
  •  15th International Silk Road Conference Proceedings; 2020
  •  16 th International Silk Road Conference Proceedings; 2021
  •  IRCEELT Proceedings Book; 2020
  •  IRCEELT Proceedings Book; 2021
  •  ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში; ნინო ხარატი,  ზურაბ აზნაურაშვილი, ნიკა ასვანუა, თამარ დევდარიანი; 2022.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოცემების ავტორები, უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთან, კანცლერი ექრემ დინდაროლ, უნივერსიტეტის  ადმინისტრაცისაა და აკადემიური მიმართულების წარმომადგენლები. შეხვედრას  უძღვებოდა გივი ღამბაშიძე, უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის წარმომადგენელი.

პრეზენტაცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ავტორებს ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. რექტორის შეფასებით, სამეცნიერო და საგამომცემლო საქმე უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და IBSU ნამდვილად გამოირჩევა მაღალაკადემიური გამოცემების სიმრავლით.

შეხვერადზე გამოცემის ავტორებმა ისაუბრეს საკუთარ წიგნებზე და იმ სამუშაოებზე, რაც წინ უძღოდა მათ მომზადებას, აგრეთვე მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ავტორებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.

ამავე ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით IBSU არქიტექტურის პროგრამის III კურსის სტუდენტი ელიზაბეტ დემუროვი, რომელმაც იმუშავა უნივერსიტეტის განახლებული ბიბლიოთეკის ინტერიერის დიზაინზე. როგორც რექტორმა, აღნიშნა სიმბოლურია გამოცემების პრეზენტაციისა და სტუდენტის დაჯილდოვების ერთდროულად განხორციელება, ვინაიდან, სამომავლოდ, სწორედ განახლებული ბიბლიოთეკა გახდება  ცენტრი სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობისა და ეს გამოცემებიც პირველად სწორედ IBSU-ს ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.