IBSU-ს წარმომადგენლები ევროპის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ
IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აზერ დილანჩიევი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერი, მედინა მამედოვა, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიაში, ევროპის ბიზნესის სკოლის (ISAG) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.
პორტუგალიაში გამართულ შეხვედრებზე, აზერ დილანჩიევმა და მედინა მამედოვამ სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელთან ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამომავლო კოლაბორაციისა და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.




