IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა AUF-ის კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსში, რომლის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში გაიმართა. ისმაილ აგაჯანოვის, ნატალი აბესაძის, ეთერ ივანიძის და ნინო დოლიძის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რომლის საპრიზო ფონდი 300 ევროს შეადგენს.
კონკურსი სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები წარმოედგინათ. IBSU-ს გუნდმა წარადგინა პროექტი სახელწოდებით “LibertyMarket Georgia, Université Internationale de la Mer Noire de Géorgie.”