IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით (IRO), უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, დუშეთში კულტურული ტური მოეწყო.

|

ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ასლამაზიშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში, სოფო გელიაშვილს, კულტურის სახლის დირექტორს თამარ მოზდოკელს და მერის თანაშემწეს ხატია პირმისაშვილს.

IRO-ს ხელმძღვანელმა, მელიქ ალქანმა IBSU-ს რექტორის სახელით დუშეთის მერიას სიმბოლური საჩუქარი გადასცა. მერიამ და მისმა კულტურულ-საგანმანათლებლო ჯგუფმა IBSU-ს სტუდენტებისთვის დუშეთის ტური მოაწყო.

მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე IBSU-თან კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.