IBSU-ს რექტორი, IRO-ს ხელმძღვანელი NAFSA 2024-ს დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, კახა შენგელია და IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (IRO) ხელმძღვანელი, ნინო ჩალაბაშვილი დაესწრნენ NAFSA 2024-ს, მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია/გამოფენას, რომელიც ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში გაიმართა.
NAFSA-ს ყოველწლიური კონფერენცია/გამოფენა აერთიანებს ათასობით პროფესიონალს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და მოიცავს საერთაშორისო განათლების მიმართულებით მრავალფეროვან, ინოვაციურ პროგრამებს, პროდუქტებსა და სერვისებს. განათლების ექსპერტებს საშუალება აქვთ გაეცნონ უახლეს სტრატეგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკას.


