IBSU-ს პროექტმა AUF მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში გაიმარჯვა

IBSU-ს პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში გაიმარჯვა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU მომავალ სასწავლო წელს უმასპინძლებს ფრანგულენოვან სტაჟიორს უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

საქართველოდან ორმა პროექტმა გაიმარჯვა. IBSU პროექტს ჯიპასთან ერთად განახორციელებს.