IBSU-ს გუნდმა AUF-ის კონკურსში გაიმარჯვა
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ კონკურსში, რომელიც ბუქარესტში 4-6 დეკემბერს გაიმართება.
კონკურსის ფარგლებში, AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები წარმოედგინათ.
IBSU-ს სტუდენტები ასევე დაესწრნენ ტრენინგს AUF-ის საქართველოს წარმომდგენლობის ოფისში, სადაც ტუნისის მენეჯმენტის სკოლის დოქტორმა, იმენ ყანჩელმა ტრენინგი ჩაატარა წარმატებული კომუნიკაციური უნარების გამომუშავების საკითხებთან დაკავშირებით.

