IBSU-ს გერმანელი პროფესორი მირიამ აკერმანი ესტუმრა

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. მირიამ აკერმანი ესტუმრა.

გერმანელმა პროფესორმა საჯარო ლექცია თემაზე: “Composing with computers and developments in music and technology” ჩაატარა. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.