IBSU-ს არქიტექტურის სტუდენტების წარმატება იტალიის პრესტიჟულ ფესტივალზე
IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე “THE WORLD IN FLORENCE” წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული ინოვაციებისა და კულტურის შენარჩუნების ჰარმონიული ნაზავი.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ დემუროვი, თეკლა მამფორია, ლევან გოგოლაძე, ლიზი ხავლოშვილი, რომელთაც ხელმძღვანელობდა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენაშვილი.

