IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები – ლორენ უილიამსონი, საიაურ ბახტიაროვი და ვიქტორ სვეზი; ასევე, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა პრეზენტაცია წარადგინეს, ხოლო საზეიმო განწყობის შესაქმნელად, სტუდენტებმა და პროფესორმა კახი ქენქაძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.