IBSU-სა და მარვადის უნივერსიტეტს (ინდოეთი) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები მენეჯმენტის, IT ტექნოლოგიებისა და ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
IBSU-სა და მარვადის უნივერსიტეტს (ინდოეთი) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები მენეჯმენტის, IT ტექნოლოგიებისა და ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს IBSU-ს რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და მარვადის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა, ინოვაციებისა და მეწარმეობის ასოცირებულმა დეკანმა, დოქტორმა ამიტ ვ სატამ.
მარვადის უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და ჰყავს 12000-ზე მეტი სტუდენტი 52 ქვეყნიდან 10-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის ინჟინერია, მეცნიერება, მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, ფარმაცია, კომპიუტერული პროგრამები, სამართალი, ფიზიოთერაპია და ა.შ.