IBSU-მ ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა.
სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილმა, ვიცე დეკანმა პროფ. ნონა ზუბიტაშვილმა და ადმინისტრაციის სხვა წევრებმა.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ითვალისწინებს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას.
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია სამართალმცოდნეობის მიმართულებით არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.