IBSU-მ კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კრაკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორს, თომაშ იედენაკს.
იედენაკი შეხვდა პრორექტორს კვლევის დარგში, თეა კბილცეცხლაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს.
ასევე, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა რამდენიმე ლექცია IBSU-ს სტუდენტებისთვის.
გარდა ამისა, 17 ოქტომბერს IBSU-ში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე თომაშ იედენაკი წარადგენს მოხსენებას.