IBSU-მ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები შეაგროვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები შეაგროვა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვილი ნივთები დღეს გაიგზავნა.