IBSU-მ და HTW-მ ინტერინსტიტუციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა HTW, ინტერინსტიტუციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2027 წლამდე იმოქმედებს.
შეთანხმების ფარგლებში, მხარეები მოაწყობენ ერთობლივ საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, მათი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ჩაერთვება გაცვლით პროგრამებში და იმუშავებენ ერთობლივ კვლევებზე.
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან IBSU უკვე სამი წელი თანამშრომლობს. დრეზდენის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორმა მარიო ნეუგებაუერმა მასტერკლასი ორჯერ ჩაატარა. 2022 წლის შემოდგომაზე თბილისში იმყოფებოდა დრეზდენის უნივერსიტეტის 8-კაციანი ჯგუფი, რომელიც ერთობლივ სემინარი მონაწილეობდა.