IBSU-მ და მოლდოვის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვია მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ვიორიკა ლუპუ და მისი კოლეგა ინა ნიკუტა.
ვიორიკა ლუპუმ ჩაატარა ლექცია ღია მეცნიერების შესახებ, ასევე, ღია წვდომის საცავებისა და ღია წვდომის ჟურნალების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. ლექციის მერე გაიმართა დისკუსია და პრაქტიკული რჩევების გაზიარება/სწავლება.
ლექციას დაესწრნენ სკოლების დეკანები, ჟურნალების გამომცემლები და დაინტერესებული აკადემიური პერსონალი.
ასევე, მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და IBSU-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაიგეგმა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.