IBSU-მ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

IBSU-ს მარკეტერებმა მომავალ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და მრავალფეროვანი გრანტების შესახებ. პოზიტიური განწყობის შექმნაზე კი იზრუნა უნივერსიტეტის მხიარულმა მასკოტმა.