IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

|

9–10 ოქტომბერს გაიმართა აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გააზიარეს პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურის, სახელმწიფო მმართველობის, სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროების წამყვანმა ექსპერტებმა.

კონფერენციამ მონაწილეებს მისცა გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებზე თუ პრობლემებზე დისკუსიის წარმოების უნიკალური შესაძლებლობა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 54 საგანმანათლებლო დაწესებულების 143 მკვლევარმა 18 ქვეყნიდან: ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ჰონგ კონგი, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მიანმარი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები და შეერთებული შტატები.

პროფესორმა თომას კრუესმანმა გრაცის უნივერსიტეტიდან წაიკითხა მთავარი მოხსენება თემაზე: „ევროპა-აზიის დაკავშირება სამხრეთ კავკასიაში: სარგებელი თუ თავსატკივარი?“