IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-14 საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონფერენციას, რომელიც გაიმართება 11-12 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სახელმწიფო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის დარგების წამყვანი ექსპერტები.
კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ დისკუსიაში მნიშვნელოვან გლობალურ და რეგიონულ მოვლენებსა და აქტუალურ პრობლემებზე.
კონფერენცია ღიაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მონაწილეთათვის. კონფერენციის ფარგლებში წარდგენილ იქნება 78 ნაშრომი 16 ქვეყნიდან.
წლევანდელი კონფერენცია ორგანიზებულია შემდეგი უნივერსიტეტების მიერ:
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო
• კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი ნიტრაში, სლოვაკეთი
• ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი
• საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველო
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
• კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ქართული, რუსული.