IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში
IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში, რომლის კოორდინატორია სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU-ს პროფესორები მოამზადებენ ეკონომიკის და მენეჯმენტის მიმართულებით ორ სახელმძღვანელოს ქართულ და უკრაინულ ენებზე, რათა უკრაინელი სტუდენტებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
პროექტის პირველ ეტაპზე, IBSU-ს პროფესორებმა ეკონომიკის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს წარუდგინეს წიგნების ქვესათაურები და მოისმინეს მათი უკუკავშირი.


