IBSU, ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტთან ერთად ერასმუს+ კრედიტ მობილობის პროგრამის გამარჯვებული მეორედ გახდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნგრეთის ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტთან ერთად ერასმუს+ (KA171, 2024-2027) საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის გამარჯვებული მეორედ გახდა.

პროექტი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუას მიერ ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტის უცხოური ენების და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ვალერია არვასთან თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში, მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მობილობაში. პროექტი აგრეთვე გულისხმობს უნგრელი კოლეგების ვიზიტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მობილობა დაიწყება 2025/2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან.