Erasmus + Staff Mobility, ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
Erasmus + ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის გაცვლითი პროგრამის (ICM) ფარგლებში, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან ნანობაშვილი პორტუგალიაში, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ეწვივნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტური მობილობისა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობის ხელშეწყობას.
პროექტში 18 ქვეყნის 59 პროფესორ-მკვლევარი მონაწილეობდა.