AUF-ECO-ს დირექტორმა IBSU-ს სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვა
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალურმა (AUF-ECO) დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ, კონკურსის „Idééthon – ინოვაციური ფრანგულენოვანი თამაში“ მონაწილე IBSU-ს სამ სტუდენტს, ელენე წულაიას (კონკურსის ფარგლებში ფრანგული ენის სასწავლო თამაშის შექმნის ავტორი), მარიამ ჩიხლაძესა და თაკო უტიაშვილს სერტიფიკატები გადასცა.
საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რამაც IBSU-ს სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გამოევლინათ კრეატიულობა და განევითარებინათ უნარები ფრანგულ ენაზე თამაშის შემუშავების ინოვაციური იდეებით.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ AUF-ECO-ს წარმომადგენელს და ესაუბრათ სამომავლო პერსპექტივებზე.