შეხვედრა უკრაინის დელეგაციასთან
იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამთა ცქიტიშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი სალომე კუჭუხიძე შეხვდნენ ჩერქასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფესორს, რექტორის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, აიდინ ნოვრუზოღლუ ნოვრუზოვს, წყლისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ვიცე რექტორს სამეცნიერო მიმართულებით, ნატალია სავინას და სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოქტორს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს, ოლგა სკიბას. შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.