შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი დოქ. მარინა რაზმაძე ქ.ცვიკაუში (გერმანია) იმყოფებოდა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტის“ ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის პროგრამასთან დაკავშირებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მზადდება ახალი ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის პროგრამა სახელწოდებით „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“ ქალაქ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ჩინეთი.