შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის კახა შენგელიას ვიზიტი გერმანიის ქალაქ ცვიკაუში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იმყოფება გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო
ცერემონიაზე პარტნიორ უნივერსიტეტების რექტორებთან და სხვა სტუმრებთან ერთად.
ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსი, მაკა ნასრაშვილი და #IDEA საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, პროფ. მარინა რაზმაძე.
მიმდინარე წელს #IBSU-ს სრულიად ახალი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა შეემატა – „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“, რომელიც შემუშავდა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და 3 პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტის მიერ. პროექტი სრულად მხარდაჭერილი და დაფინანსებული იქნა #DAAD-ის #IDEA პროექტის მიერ. აღნიშნულ პროგრამაზე, კონკურსის შედეგად წელს #IBSU-ში ჩაირიცხა 6 სტუდენტი. ექვსივე სტუდენტი დაფინანსდა სტიპენდიით და გაემგზავრა ცვიკაუში პირველი სემესტრის გასავლელად.