ქრისტინა ჩირკოვა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა კანარის კუნძულების Erasmus+გაცვლით პროგრამაში.

“გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის მოულოდნელი თავგადასავალი იყო. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ პირველივე ცდაზე მოვიგებდი გრანტს და მომეცემოდა კანარის კუნძულებზე გამგზავრების შანსი. კონკურსში გამარჯვება ძალიან ამაღელვებელი იყო.

ამ შესანიშნავმა მოგზაურობამ შანსი მომცა გავცნობოდი ახალ კულტურას, შეხედულებებსა და ცხოვრების გზებს. შევიძინე საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც უდავოდ მიბიძგებს მომავალი წარმატებებისკენ.

აქვე აღსანიშნავია #IBSU-ს ფასდაუდებელი მხარდაჭერა. თითოეულმა დაბრკოლებამ ამ პროცესში მიბიძგა განვითარებისა და ადაპტაციისკენ. მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა გამძლეობა, მონდომება და შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობა.”