ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს აქტივობებში ჩართულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს აქტივობებში ჩართული სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.
უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც ფრანგულს, როგორც მეორე უცხოურ ენას სწავლობენ, აქტიურად იყვნენ ჩართული ფრანგულენოვან კონკურსებსა და ტრენინგებში, რაც ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გამორჩეულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სხვადასხვა ტრენინგსა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ( Idéethon – Imagine un jeu francophone innovant; Les mots français les plus utilisés en Géorgie; "Concours de lecture – Choisis un livre , lis-le et réalise une fiche de lecture)
შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დოქტორი სალომე კუჭუხიძე, უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ეკატერინე არჩვაძე; ასოც. პროფესორი, ფრანგული ენის ლექტორი ინგა ტყემალაძე და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი, ფრანგული ენის სტაჟიორი საბრინა ფაგე.