საჯარო ლექცია უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა.
ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.