სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის მოსამზადებელი სესიები IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში Arise Medical Academy-ის მიერ ორგანიზებული ინტერაქტიური სესიათა სერია დაიწყო, რომელიც უცხოური სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის (FMGE) ინდოელი სტუდენტების მომზადებას ისახავს მიზნად. სესიას უძღვება ინდოეთში აღიარებული პედიატრი, დოქტორი სანდიპ შარმა. IBSU-ში ჩატარებული სესიები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ინდოელ სტუდენტებს FMGE-ის გამოცდა წარმატებით ჩააბარონ და დასაქმდნენ ინდოეთში.



