საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით, უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა სადილი,

|

 IBSU რომ მულტიკულტურული უნივერსიტეტი გახლავთ, ამის დასტურია ის, რომ ამჟამად აქ სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.
IBSU საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა სადილი, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანია კიდევ უფრო გაღრმავდეს სტუდენტთა შორის ურთიერთობები მულტიკულტურულ, საუნივერსიტეტო გარემოში.