პრეზენტაცია “ამერიკული არჩევნები”

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშეს თანაშემწე ალთია ქოლი მერფრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვდა ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს, პროფესორებს და სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს, აფილირებულ პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილს. გამოცდილმა დიპლომატმა ამერიკული არჩევნების ისტორიაზე ისაუბრა ჯორჯ ვაშინგტონის პერიოდიდან და დაწვრილებით აუხსნა სტუდენტებს ის სტრუქტურა და სპეციფიკა, რაც მხოლოდ ამერიკულ არჩევნებს ახასიათებს, სტუმარმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში დახვეწილი არჩევნების სისტემის მნიშვნელობას დემოკრატიის განმტკიცებისათვის.