პირველკურსელების საზეიმო მიღება 2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების წარმატება და თავგადასავლებით სავსე სტუდენტური ცხოვრების დაწყება გრანდიოზული საზეიმო მიღებით აღინიშნა.
სასწავლო წლის დაუვიწყარ დასაწყისზე იზრუნეს ჯგუფმა “გამოუვალი მდგომარეობა” და DJ-იმ.
წელს პირველად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა სწავლის პერიოდშიც მოიპოვონ შიდა დაფინანსება.
IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ პირველკურსელთა საზეიმო მიღებაზე 2023-2024 სასწავლო წლის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დაასახელა და სიგელები გადასცა.
IBSU-ს 30%-იანი, 50%-იანი და 100%-იანი დაფინანსება მიიღო სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისა და ბიზნესის სკოლების 36 სტუდენტმა.









