ნინო კირცხალია- ბიზნესის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა კოზმინსკის უნივერსიტეტის ბილეტარულ გაცვლით პროგრამაში.

“გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცემი გამოცდილებაა. მსგავს პროგრამაში მონაწილეობის მიღების იდეა მუდამ ტრიალებდა ჩემს თავში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როდესაც სიახლეებს ვეძებდი ცხოვრებაში. პოლონეთი და კოზმინსკი ავირჩიე ქვეყნის შესახებ ჩემს წინა ცოდნაზე და უნივერსიტეტის შესახებ მოძიებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით. მხარდაჭერა და წახალისება, რომელსაც ვიღებდი ჩემი პროგრამის კოორდინატორისა და დეკანისგან დოკუმენტების მოწესრიგების ქაოსურ პროცესში ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მათმა სიტყვებმა დამარწმუნეს, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ღირდა და ასეც აღმოჩნდა. კოზმინსკის გუნდი შესანიშნავია. ისინი დიდ ძალისხმევას დებენ თავიან საქმეში რათა ყველასთვის კომფორტული გარემო შექმნან. ამ შესაძლებლობამ მომცა ღიაობა ახალი გამოწვევებისთვის, უცხო თვალით სამყაროს დანახვის უნარი და რამდენიმე ახალი მეგობარიც, თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემს მეგობრებს #IBSU-დან, რომლებიც ძალიან მენატრებიან, ვერავინ ჩაანაცვლებს. მინდა, ვურჩიო ყველა სტუდენტს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში. ვერასდროს გაიგებთ, რა შესაძლებლობებს გიმზადებთ ცხოვრება, თუ მას კარს არ გაუღებთ.”

გაცვლითი.დათ