ნაზი ბიბილური ბიზნესის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა Amsterdam University of Applied Sciences-ის ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში..

ჩემი აზრით, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი, რითაც ცხოვრებას აზრი ეძლევა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მქონდა რამდენიმე მიზანი:
ძალიან მინდოდა ინგლისურად სწავლა, მქონდა ოქროს მედალი და ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გრანტი, ჩემი ცხოვრების უდიდეს მიზანი კი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იყო. სწორედ ამიტომ დიდხანს არ მიფიქრია და IBSU-ში ჩაბარება გადავწყვიტე, სადაც ჩემი უდიდესი მიზანიც განვახორციელე, იბსუ-მ და Erasmus+ პროგრამამ საშუალება მომცა 1 სემესტრის განმავლობაში სრულიად უფასოდ და დამატებითი სტიპენდიით ვისწავლო ნიდერლანდებში, ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია მსოფლიოში.
ვიცოდი, რომ აქ სწავლა იქნებოდა უდიდესი გამოცდილება, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა – სწავლის ხარისხი, უნივერსიტეტი, ლექტორები და ის მულტიკულტურული გარემო, სადაც ვსწავლობ, აღმოჩნდა ის, რის გამოც ამდენ წლიანი შრომა ნამდვილად ღირდა. სწავლის პარალელურად, სტიპენდიითა და პროგრამის საშუალებით შემიძლია ვიმოგზაურო ევროპის სხვა ქვეყნებში და გავეცნო მათ კულტურას, რაც, დამატებით, შესანიშნავი შანსია.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. არ არსებობს ბარიერები თუ გულწრფელი სურვილები გამოძრავებს,
იცოდეთ, ყველაფერ კარგს მაშინ აქვს ფასი, როდესაც იგი სიძნელეებს და დაბრკოლებებს მოსდევს. ამიტომ ახლავე დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ მის მისაღწევად…”