მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტის შესახებ IBSU-ში ონლაინ ლექცია ჩატარდა

|

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორმა იოლანტა ტკაჩიკიმ ონლაინ ლექცია ჩაატარა თემაზე „მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი“.

ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს გააცნო მომხმარებლის ქცევის მენეჯმენტის იდეა, რაც მოიცავს პერსონაჟის შექმნსა და მომხმარებელთა სამოგზაურო რუკის პრაქტიკულად ჩვენებას, ასევე განიხილა მომხმარებელთა გამოცდილების ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომები (NPS, CES, CSAT).

სპიკერის შესახებ: იოლანტა ტკაჩიკი, ეკონომიკის დოქტორის, მენეჯმენტის სპეციალიზაციით (2007); 1996 წლიდან არის კოზმინსკის უნივერსიტეტის მარკეტინგის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი. ის სპეციალიზირებულია მარკეტინგის, ბაზრის ანალიზის, რეკლამირების, გაყიდვების ტექნიკის, მომხმარებელთა მომსახურების, ბრენდის მენეჯმენტისა და მომხმარებელთა ქცევის ტრენინგში.