მარიამ ბანეთიშვილი-განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა ISG – International Business School in France-ის უნივერსიტეტის ბილეტარულ გაცვლით პროგრამაში.
“საოცარი განცდაა, როცა მესამე კურსის ბოლოს ეიფელის კოშკის წინ ასეთ ფოტოს იღებ. სკოლის დასრულების შემდეგ, პანდემიამ საშუალება არ მომცა მქონოდა სოციალურად აქტიური ცხოვრება, ყველაფრის მიუხედავად, მოვახერხე და სისრულეში მოვიყვანე სანუკვარი მიზნები.
პარიზი ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. აქ ცხოვრებამ და უმაღლესი განათლების მიღებამ კიდევ უფრო დიდი თავდაჯერებულობა შემმატა და მომამზადა უფრო დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. ნამდვილი სტუდენტური ცხოვრების ხიბლი, 2019 – 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შემდეგ, სწორედ აქ შევიგრძენი. ყოველი დღე თავგადასავლებითაა სავსე, თანაც ისეთი, რომელზეც ოცნება არც კი შემეძლო.
საფრანგეთი გამორჩეულია თავისი განათლების სისტემით. ჩემთვის სრულიად ახალი იყო აქაური სწავლების ფორმა და მეთოდები. მიუხედავად ამისა, IBSU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება , ასევე ესპანეთში პირველ ვირტუალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან დამეხმარა სწრაფად მოვრგებოდი სასწავლო პროცესსა და გარემოს.
აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ფრანგმა (და არამხოლოდ ფრანგმა) სტუდენტებმა დამანახეს ცხოვრებისეული ახალი ღირებულებები და მათთან ერთად საკმაოდ დიდი პროგრესი განვიცადე ყველა მიმართულებით. ამ გაცვლითი პროგრამის დროს გაცილებით მეტი დრო მქონდა თვითაღმოჩენებისთვის. აღსანიშნავია ისიც, პარიზმა შემახვედრა ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც აკადემიური კუთხით მომავლის დაგეგმვა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.
საბოლოოდ, მინდა ყველას გირჩიოთ, გამოიყენოთ ყველანაირი შანსი ცხოვრებაში, მცდელობა არ დააკლოთ და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.”