ლიკუნა ბარნაბიშვილმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი მონაწილეობა მიიღო University of Technologies and Life Sciences in Bydgoszcza-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში.

მოგესალმებით, მე ლიკუნა ბარნაბიშვილი ვარ, იბსუ-ს არქიტექტურის პროგრამის III კურსელი. იბსუ-ში ჩაბარების დღიდან მჯეროდა, რომ საინტერესო და წარმატებული სტუდენტობა მელოდა…

2021წლის ზაფხულში პირველად შევიტანე საბუთები Erasmus გაცვლით პროგრამაზე და სულ მალე დადებითი პასუხიც მივიღე. ახლა უკვე პოლონეთში ვსწავლობ, ბიდგოშჩის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პოლონელების უმეტესობას ძალიან მოსწონს საქართველო, აინტერესებთ ჩვენი კულტურა და ტრადიციები. მიხარია, რომ აქაური სტუდენტები დაინტერესებული არიან ქართული ენით და ცდილობენ სწავლას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო იბსუ-ს წვლილი ამ ყველაფერში… ჩემი ლექტორები, სტუდენტები და იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ძალიან დამეხმარა და დღეს მე აქ ვარ.

მინდა ყველა სტუდენტს ვურჩიო, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან დაეხმარებათ როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდასა და განვითარებაში.”