ლიკა ასკურავა მონაწილეობა მიიღო კოზმინსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში
ლიკა ასკურავა
3 წლის წინ მივიღე ისეთი დამოუკიდებელი და სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც
ვიცი, რომ არასდროს ვინანებ, ეს გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება.
IBSU-მ მომცა შანსი სტარტი ამეღო საოცნებო მომავლისკენ და გამომევლინა ჩემი
შესაძლებლობები – INTERNATIONAL SUMMER SCHOOL 2021 პროგრამაში მონაწილეობით,
რომელიც ორგანიზებული იყო კოზმინსკის უნივერსიტეტის მიერ. ამ პროგრამაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება, მრავალმხრივი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული კუთხი. შევიძინე უამრავი უცხოელი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ გყავს მეგობრები პოლონეთში, ინგლისში, იტალიაში და ა.შ ასევე არ
დამავიწყდება კოზმინსკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თბილი დამოკიდებულება
უცხოელი სტუდენტების მიმართ, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო IBSU-ს ამ შანსისა და ნდობისთვის, რასაც
უნივერსიტეტის მხრიდან ყოველდღიურად ვგრძნობ. IBSU დღემდე დიდ როლს
თამაშობს ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასრულებაში.
IBSU არის ადგილი, სადაც შრომა ყოველთვის ფასდება.