ლიკა ასაშვილი- ბიზნესის სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა პარიზის ბიზნეს სკოლის ბილეტარულ გაცვლით პროგრამაში.

“მე ლიკა ვარ, #IBSU-ს მეოთხე კურსის სტუდენტი. ამჟამად გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები პარიზში, საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (#ISG), სადაც ვსწავლობ საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტს. ეს არის შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც შევხვდი უამრავ სტუდენტს სხვადასხვა ქვეყნიდან და მივიღე დაუვიწყარი გამოცდილება.

გამომდინარე იქიდან, რომ #IBSU არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა კულტურას, საერთაშორისო ლექტორებისა და სტუდენტების საშუალებით, ჩემთვის უფრო მარტივი გახდა უცხო ქვეყანაში ხალხთან ინტეგრაცია. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეთოდებს, ქეისების გააზრებასა და დისკუსიებს, დამეხმარა იმ საგნების სიღრმისეულად გაგებაში რომელსაც პარიზში გავდივარ.