კოზმინსკის უნივერსიტეტის თანამშრომლების კვირეულს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაესწრო
ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი ქალბატონი მარიამ ბანეთიშვილი დაესწრო პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, კოზმინსკის უნივერსიტეტის თანამშრომლების კვირეულს.
ქალბატონი ბანეთიშვილი დაესწრო საინფორმაციო ლექციებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია მონაწილე ინსტიტუტებს შორის პერსპექტიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. ეს მსჯელობა მიზნად ისახავდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ინიციატივების ხელშეწყობის გზების შესწავლას.