კოზმინსკის უნივერსიტეტის პრორექტორის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
2019 წლის 27 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროგრამების კოორდინატორებმა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა უმასპინძლა კოზმინსკის უნივერსიტეტის (ვარშავა, პოლონეთი) პრორექტორს, გრჟეგორჟ მაჟურეკს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები: ორმაგი ხარისხის პროგრამები, პერსონალის გაცვლითი პროგრამები ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, საერთო კვლევა, ბენჩმარკინგი და ა.შ. შეხვედრა გაიმართა თბილ ატმოსფეროში. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობა დაიწყოს ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში.