იტალიელი პროფესორის რაფაელა ფილერის კურსი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებში
სამართლის ფაკულტეტი ერთი კვირის განმავლობაში საზაფხულო კურსის ფარგლებში მასპინძლობდა იტალიელ პროფესორს, პერუჯას ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ფილერის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელ მედიატორს რაფაელა ფილერს.
კურსის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე, კერძოდ განიხილეს მედიაციის პროცესის უპირატესობები და რეალობაში მისი გამოყენების მექანიზმები.
კურსის შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები